4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

დავით ბერძენიშვილი - „ქართული ოცნების“ წარმატება გადის ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე

ნახვები: 507 დავით ბერძენიშვილი - „ქართული ოცნების“ წარმატება გადის ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე

სიმბოლურია ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა. პრაქტიკულად ის გაუშვეს პოლიტიკურ პენსიაზე , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბერძენიშვილმა ისაუბრა მმართველ გუნდში ცვლილებებზე და განაცხადა, რომ ამით თბილისის მერი კახა კალაძე, „ნამდვილად არ იქნება ბედნიერი“.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ არჩევნებზე ირაკლი ღარიბაშვილით არცერთხელ არ გასულა ბიძინა ივანიშვილი. პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნოდ საუკეთესო ვარიანტი რომ არ იყო, ამიტომაც შეცვალა მან იგი 2015 წლის დეკემბერში... ირაკლი ღარიბაშვილი არ ელოდა, რომ მისი პატრონი ამჟამად კვლავ გაისტუმრებდა პოლიტიკურ პენსიაზე. ირაკლი ღარიბაშვილი არის აღიარებითი ჩვენების უბადლო დიდოსტატი. ერთადერთი საქმეა, რაშიც ის არის სერიოზული, მაღალი კვალიფიკაციის. მან დღეს თქვა, ოჯახს მეტ ყურადღებას დავუთმობო, მეტი დრო მექნებაო. მას მიაჩნია, რომ თუ მართლა პარტიის ფორმალურ თავმჯდომარეობას უპირებენ, იქ სასეირნოდ ექნება საქმე. საარჩევნო წელს, როდესაც პარტია უნდა გავიდეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, იმიტომ, რომ წაგება ნიშნავს აორთქლებას, ასეთ დროს, თურმე სანახევრო მუშაობას აპირებს, ოჯახს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, დასვენებას აპირებს....ამ სამეულის ქვევით აღმოჩნდება კახი კალაძე, რომელიც დღემდე პარტიის გენერალური მდივანია. კალაძე ნამდვილად არ იქნება ბედნიერი პარტიაში სამი უფროსი რომ გაუჩნდება. პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც მეტ-ნაკლებად რეიტინგი აქვს, პირდაპირ არჩეული მერია, ერთადერთი ელექტორალური ფიგურაა შერჩენილი „ოცნებაში“, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით რაღაც წარმატებული პროექტები აქვს, ზოგი სატრანსპორტო კვანძი კარგად მუშაობს, მინუსებიც აქვს და პლუსებიც, მაგრამ პლუსები რომ აქვს ივანიშვილის რომელიმე ქვეშევრდომს, ეს ივანიშვილისთვის პლუსი არ არის. კალაძეს მოუწევს მოგუდულად ყოფნა, სამი უფროსი ეყოლება, პარალელურად უნდა აქოს და ადიდოს დიდი ბელადი, ივანიშვილი. არავის არ მოუგია ბრძოლა, ასე არ ხდება ივანიშვილთან ერთმა რომ მეორეს მოუგო, მესამის წინააღმდეგ. ივანიშვილი პერიოდულად ამ თავის ლიფტიორებს ცვლის, ყველას ლიფტიორად უყურებს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ „ოპოზიცია საკმარისად მოჭკვიანებულია".

„ივანიშვილი ძალიან გაცვეთილია. ივანიშვილი რაც არის, ეს არის. რა თქმა უნდა, მას საკუთარ თავზე არაადეკვატური წარმოდგენები აქვს, საკუთარ შესაძლებლობებზეც. მათი წარმატება გადის ქართული ოპოზიციის შესაძლო უვარგისობაზე. იმედი მაქვს, ქართული ოპოზიცია საკმარისად მოჭკვიანებულია უკვე, იმისთვის, რომ ივანიშვილისთვის არაპოლიტიკური ტრიუკები პოლიტიკის მიღმა დავტოვოთ“ , - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა