მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

დონალდ ტრამპი - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულდება

ნახვები: 573 დონალდ ტრამპი - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულებისა და საზღვრის დახურვის პირობას დებს, – ამის შესახებ ტრამპმა ლოს ანჯელესში წინასაარჩევნო კამპანიისას განაცხადა.

მისი თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის დაეხმარება ტეხასის შტატსაც, სადაც დამატებით რესურსებს განათავსებს.

„ტეხასს სრული მხარდაჭერა ექნება. მე განვათავსებ ყველა აუცილებელ სამხედრო და სამართალდამცავ რესურსს, რათა დავლუქოთ საზღვრის ბოლო სექცია. როგორც იცით, ჩვენ ავაგეთ 500 მილზე მეტი სიგრძის კედელი. თუმცა რასაც ისინი აკეთებენ, წარმოუდგენელია. ვერავინ ხსნის, რატომ არის ეს ღია ჭრილობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, თუნდაც პოლიტიკურად. ლათინოამერიკელთა ხმების წყალობით, ჩვენ დემოკრატიულ პარტიაზე ბევრად უკეთესი მდგომარეობა გაქვს. ეს კარგია ჩვენთვის, თუმცა ვაპირებთ, დავლუქოთ საზღვარი, დავასრულოთ ის. წარმოუდგენელია, ტეხასის დახმარების გარეშე გავაძლიეროთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება. თაღლითი ჯო ბაიდენი იბრძვის, რომ გაანადგუროს ტეხასის სასაზღვრო უსაფრთხოება. ისინი ჭრიან მავთულებს. მათ საზღვრების გახსნა სურთ“, – განაცხადა ტრამპმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა