თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

ნახვები: 627 მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, სადაც იმყოფებოდა 90-მდე ადამიანი.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა.

მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა