4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ქადაგიშვილი - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს

ნახვები: 508 ირაკლი ქადაგიშვილი - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს

მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება, ჩვენ კი სიახლე არა გვაქვს - გამომდინარე აქედან, „ფორდ მუსტანგზე“ დასხდებიან თუ „ტოიოტა პრიუსზე“, მაინც ერთი და იგივე შედეგი ექნებათ, - ასეთი პასუხი გასცა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ საქართველოსა და ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საარჩევნო ბარიერი 5%-ით იმიტომ არის განსაზღვრული, რომ „პარლამენტი არის არა პირდაპირი გაგებით სალაყბო, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე იმ პოლიტიკური ორგანიზაციების საკრებულო, რომელთაც ხალხის ნდობა გააჩნია“.

„კარგი იქნება, თუ „ლელოს“ ვინმე კონსულტანტი ეყოლება. გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია საქართველოში კარგია თუ არა არჩევნების დროს ისეთი კლიპი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს უკავშირდება, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებს და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, რომ ლა მანშზე არა, მაგრამ ლე მანსზე "ფორდ მუსტანგი" იღებდა მონაწილეობას თუ „ფორდ GT 40“. პოლიტიკური კონტექსტი ადასტურებს, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგი.

შეიქმნება თუ არა რაიმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მესამე პოლიტიკურ ძალას ვეძახით? - მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას სიახლე სჭირდება. ჩვენ სიახლე არა გვაქვს - გვაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ენჯეო“-ებით, პარტიებით, ტელევიზიებითა და ფინანსური მომხრეებით. რაღაცა პერიოდში იყვნენ ერთად, შემდეგ დაიშალნენ და ეს დაშლილები ცდილობდნენ იმდაგვარად გასაღდეს, რომ თითქოს ახალი რებრენდინგი მოხდა - თქვან: - ჩვენ ვართ სიახლე. ისინი სიახლე არ არიან - თავისი განვლილი ისტორიით კარგად ცნობილი სახეები არიან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა