4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მოქირავე/მოიჯარის გამოსახლების პროცესი გამარტივდება - იუსტიციის მინისტრი

ნახვები: 506 მოქირავე/მოიჯარის გამოსახლების პროცესი გამარტივდება - იუსტიციის მინისტრი

ახალი ინიციატივა სამართლებრივ ურთიერთობებში - იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მოქირავე/მოიჯარეს აღსრულების პოლიცია გამოასახლებს.

პარლამენტი კანონპროექტს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შეუსრულებლობის გამო, ბინიდან პირის გამოსახლების პროცესი დროის მოკლე ვადაში განხორციელდება.

"მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რომლებიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. გამოსახლებას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ, აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, როდესაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრებ ვალდებულებებს, თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ცხოვრობს ვინმე ქირით და არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება, წლები ცხოვრობდეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი", - თქვა ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა