ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში განიხილავს

ნახვები: 564 აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების დახმარების პაკეტს მომავალ კვირაში განიხილავს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, მოელის, რომ სენატი მომავალ კვირაში განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.

”ჩემი ვარაუდით, ამ საკითხს სენატში მომავალ კვირას განვიხილავთ. ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ სანდო სასაზღვრო პაკეტს“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.

თეთრ სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რესპუბლიკური“ და „დემოკრატიული“ ფრაქციების ლიდერებსა და წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების გადაუდებელ აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესის წარუმატებლობა, უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს, საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების“ ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ“ კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა