ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია

ნახვები: 218 ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, თუმცა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეს სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში კორუფცია, მისი შეფასებით, პრაქტიკულად აღმოფხვრილია.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდა სახელმწიფო სისტემაში არსებული ვითარების შესწავლას, პრობლემების გამოვლენასა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას. მისივე თქმით, ეს პროცესი 2025 წლის ივნისში დასრულდა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კორუფციული პრობლემების გამოვლენის შემდეგ ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება დაიწყო, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც.

„დაახლოებით ორწლიანი პერიოდი იყო, როდესაც გარკვეული სუბიექტური, არასწორი მოქმედებების გამო თავი კორუფციულმა პრობლემებმა იჩინა. როგორც კი ასეთი პრობლემები სისტემური სახით გამოვლინდა, ჩვენ მაშინვე ჩავერიეთ. ძალიან მკაფიო მინიშნება გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, რომ არსებობდა პრობლემები, რომელთა დაძლევა და მოგვარება იყო საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლების ყურადღების მნიშვნელოვანი ნაწილი გარე საფრთხეებთან გამკლავებაზე იყო მიმართული, რამაც შიდა პრობლემებზე ერთდროულად კონცენტრირება გაართულა.

„ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებული თავდაცვით იმ თავდასხმების მიმართ, რაც გარედან ხორციელდებოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ყველაფერზე კონცენტრირება რთული იყო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის მტკიცებით, ამჟამად სახელმწიფო საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ერთდროულად გაუმკლავდეს როგორც საგარეო გამოწვევებს, ისე ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს.

„დღეს სახელმწიფო ძლიერია, ისე როგორც არასდროს და შეგვიძლია თანაბრად ვიყოთ კონცენტრირებული როგორც გარე თავდასხმების მოგერიებაზე, ასევე ქვეყნის შიგნით კორუფციასთან ბრძოლაზე“, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კორუფცია აღმოფხვრილია ხელისუფლების ზედა ეშელონებში, წამყვან სახელმწიფო უწყებებსა და სახელმწიფო საწარმოებში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქვედა დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.

„კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია არა მხოლოდ ზედა ეშელონებში, ასევე წამყვან სახელმწიფო უწყებებში და სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება ქვედა დონის კორუფციას, აქ ნებისმიერ ქვეყანაში მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ წარსულში გამოვლენილ შესაძლო კანონდარღვევებთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიების ჩატარების საფუძველი არსებობს, შესაბამის რეაგირებას უფლებამოსილი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ.

კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ სახელმწიფო უწყებებში გამოვლინდა აღნიშნული ორწლიანი პერიოდის განმავლობაში სისტემური კორუფციული პრობლემები ან რა მონაცემებს ეფუძნება მისი შეფასება, რომ დღეს კორუფცია სახელმწიფო სისტემაში პრაქტიკულად აღმოფხვრილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა