4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ბენ ჰოჯესი - ვინც გააკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ომს

ნახვები: 507 ბენ ჰოჯესი - ვინც გააკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ომს

ყირიმი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამას ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც გააკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ამ ომს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ამერიკელი გადადგარი გენერლის თქმით, უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულზე შეტევა, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარებისთვის.

ბენ ჰოჯესის განცხადებით, „ამისთვის უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება, მოხვდეს – ყოველ რუსული ხომალდს, ყოველ რუსული თვითმფრინავს, ყოველ შტაბბინას, რაკეტის გაშვების ყველა ადგილს, საჰაერო ძალების ყველა ბაზას. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოსაყენებლად უვარგისს გახდის. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტია იზოლაცია – ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. პირველი არის უკანონოდ აღმართული ქერჩის ხიდი; მეორე არის ე.წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროზე მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ ორივე გზის გადაჭრა ზუსტი ცეცხლით შორი მანძილიდან“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა