თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

გიორგი კეკელიძე - დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე - მივდივარ ამაყი და თავაწეული

ნახვები: 629 გიორგი კეკელიძე - დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე - მივდივარ ამაყი და თავაწეული

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე, - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელად მუშაობის წლებს კიდევ ერთხელ აჯამებს და აცხადებს, რომ ის ამაყი და თავაწეული მიდის.

„იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის და ვუთხარი, რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული. რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით. და ამ ქმნის პარალელურად არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი, რადგან ვიცოდით, რომ ადამიანი არის მთავარი, რომ წიგნს ქმნის ადამიანი, რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე და წიგნს კითხულობს ადამიანი და რომ მთავარი არიან თვითონ, ადამიანები სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი და რომ ადამიანი არის არჩევანი და ხანდახან უარჩევნობაც და რომ ცხოვრება გრძელდება და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი“,- წერს კეკელიძე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა