ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

დავოსში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ნახვები: 601 დავოსში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

დავოსში დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო.

წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინა ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ.

„კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე : ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.

ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა