რომან გოცირიძე: 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – ეს საზოგადოებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირებაა
Zelensky congratulates Ukraine's defenders from frontline command post
War update: 209 combat clashes on front lines over past day, heaviest fighting on Pokrovsk axis
Ukrainian air defense neutralizes 87 of 107 Russian drones launched overnight
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,900 over past day
ისრაელის პრეზიდენტი წარმოშობით ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სამოქალაქო გმირობისთვის საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენს
Ukraine urges OSCE states to restrict Russian diplomatic and "cultural" infrastructure in Europe
NATO sees no immediate threat from Russia amid hybrid attacks

ამინდი გაუარესდება

ნახვები: 605 ამინდი გაუარესდება
12 იანვრის დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაა მოსალოდნელი. 
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვარს დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. 
 
14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს. 
 
ამასთან, სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა