ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

თინა ბოკუჩავა - სტალინის გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში მიუღებელია

ნახვები: 600 თინა ბოკუჩავა - სტალინის გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში მიუღებელია

ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის „ალტ ინფო“, თავისუფლად და დაუსჯელად ოპერირებენ, რადგან ისინი არიან ხელისუფლების სატელიტი და ატარებენ ხელისუფლების პოლიტიკას,- ამის შესახებ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე „ალტ ინფოს“ აქციას, სადაც იოსებ სტალინის გამოსახულებით სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატზე საღებავის შესხმას აპროტესტებენ.

ბოკუჩავას თქმით, სტალინის გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში ნებისმიერი ფორმით და კონტექსტით მისთვის მიუღებელია.

„რუსული ოცნების ერთ-ერთი ძალადობრივი სატელიტია „ალტ ინფო“, არსებობს ასევე სხვა პრორუსული, ანტიდასავლური, ძალადობრივი სატელიტები, რომლებიც ძალადობენ, მათ შორის, ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც შეიძლება გააჩნდეთ განსხვავებული აზრი ან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ბუნებრივია, ისინი ასე თავისუფლად და დაუსჯელად ოპერირებენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არიან ხელისუფლების სატელიტი, წარმოადგენენ ხელისუფლების ინტერესს და ატარებენ ხელისუფლების პოლიტიკას. ამიტომ არის დაუსჯელობის სინდრომი ამ ძალების მიმართ. იოსებ სტალინი იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, რომელიც ებრძოდა მათ შორის, ქართულ ეკლესიას და ჩემთვის, როგორც ქრისტიანი მართლმადიდებლისთვის, მიუღებელია, რა თქმა უნდა, მისი გამოსახულების ხილვა საკათედრო ტაძარში ნებისმიერი ფორმით, კონტექსტით, დარწმუნებული ვარ ასეა საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არსებობს საკითხები, რაზეც უნდა ვთანხმდებოდეთ როგორც საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, ვთანხმდებით კიდეც და ეს არის სწორედ ასეთი საკითხი”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, მისაღებია თუ არა პროტესტის ეს ფორმა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ფორმა მისთვისაც მიუღებელია“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა