ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“

ეროვნული ბანკი - ნოემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 2.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 15.4%-ით გამყარდა

ნახვები: 961 ეროვნული ბანკი - ნოემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 2.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 15.4%-ით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ – 2.6909-დან 2.7061-მდე, ანუ 0.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.8422-დან 2.9190-მდე, ანუ 2.7%-ით გაუფასურდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7129 და 2.9769 შეადგინა.

ნოემბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7152 იყო, მინიმალური კი – 2.6970.

„ნოემბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირისა და ლარის გაუფასურება, შესამჩნევად გამყარდა რუსული რუბლი და ევრო, მცირედით – სომხური დრამი, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. ნოემბერში, წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.7%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 15.4%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 2.8%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 1.9%-ით გაუფასურდა.

ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს.

სავაჭრო პარტნიორთაგან ნოემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, რუსეთში, ბელარუსში, უკრაინაში, აშშ-ში, აზერბაიჯანსა და ევროზონაში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო სომხეთში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა