თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ირაკლი ზარქუა - მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა!

ნახვები: 629 ირაკლი ზარქუა - მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა!

გჯერათ, რომ „ხაბეს“, „ჭიჭეს“ და სამადაშვილს, ბრიუსელში რომ დარბოდნენ და სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უნდათ?! მე და ქართველ ხალხს ამის არ გვჯერა! - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში დაიწყება, ხოლო სამუშაო ჯგუფები იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუკი ამის აუცილებლობა გამოჩნდება.

ზარქუა ოპოზიციას მიმართავს, „კეთილი ინებონ და მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში მიიღონ“.

„რადიკალებს წინა სამუშაო ჯგუფებში შესვლა არ აინტერესებდათ - მათ ქაოსი, დაძაბულობა და არეულობა აინტერესებდათ. ეს იყო მათთვის ამოსავალი, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ჩვენ ქართველ ერთან ერთად ორივე ფეხზე მყარად დავდექით და სტატუსი დამსახურებულად მივიღეთ.

ეს ხელმოცარულები მიხვდნენ რა, რომ ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლა წააგეს, შეცდომების გამოსყიდვის მცდელობა აქვთ. ცდილობენ ხალხს დაანახონ: - ჩვენ მზად ვართ, მუშაობა გვინდა, სად არის მმართველი პარტია...

5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა პარლამენტის კომიტეტებში განახლდება - კეთილი ინებეთ დაესწარით და ჩაერთეთ! მოგეცემათ შანსი, რომ რაღაც ქმედითი გააკეთოთ - შემობრძანდით, დაესწარით კომიტეტებს და თქვენი ინიციატივები წარმოადგინეთ“, - მიმართავს ოპოზიციას ირაკლი ზარქუა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა