თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რუსეთმა აღადგინა სტალინის დროინდელი ორგანიზაცია - „სიკვდილი ჯაშუშებს“

ნახვები: 626 რუსეთმა აღადგინა სტალინის დროინდელი ორგანიზაცია - „სიკვდილი ჯაშუშებს“

რუსეთმა გადაწყვიტა აღედგინოს საბჭოთა კონტრდაზვერვის ორგანიზაცია „სმერში“. 2024 წლის იანვრის დასაწყისში გამოჩნდა ფოტოები, რომელზეც ჩანდნენ ოპერატიული მუშაკები სმერშის ფორმის პაჩებით.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. 

რუსმა პოლიტიკოსებმა "სმერშის" ხელახალი დაარსების შესახებ 2023 წლის ბოლოს განაცხადეს. ორგანიზაციის სახელი ფორმირებულია რუსული ფრაზის შემოკლებით "სიკვდილი ჯაშუშებს" (смерть шпионам). ორგანიზაცია იოსებ სტალინმა დააარსა და იგი არსებობდა 1941-1946 წლებში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, გაურკვეველია, მიუთითებს თუ არა ახალი სახელი რუსეთის CI ფუნქციის რაიმე არსებით ახალ შესაძლებლობებზე ან როლზე. 

„თუმცა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ აყალიბებს რუსეთის ხელისუფლება შეგნებულად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის სულისკვეთებით და აქცენტს ქვეყანაში გარე საფრთხეების სავარაუდო შეღწევაზე“, - აცხადებენ სამინისტროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა