თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც მაცხოვრის შობას იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს აღნიშნავს

ნახვები: 625 რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც მაცხოვრის შობას იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს აღნიშნავს

რომის პაპი ფრანცისკე შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც მაცხოვრის შობას იულიუსის კალენდრის მიხედვით 7 იანვარს აღნიშნავს. რომის პაპმა ამის შესახებ ვატიკანში საკვირაო ლოცვის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებისადმი მიმართვისას ისაუბრა.

„დღეს აღმოსავლური ეკლესიები, რომლებიც მისდევენ იულიუსის კალენდარს, ზეიმობენ შობის წმინდა დღესასწაულს. სასიხარულო ძმობის სულისკვეთებით, ვისურვებ, რომ უფალი იესოს დაბადებამ აღგვავსოს სინათლით, მოწყალებითა და მშვიდობით“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ქადაგებისას პონტიფიკოსმა ჩვეულებისამებრ მშვიდობა უსურვა უკრაინას, პალესტინასა და ისრაელს.

წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის ქადაგებას 12 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა