მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნავენ

ნახვები: 454 „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავს სამოქალაქო აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნავენ

„18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე," - ამის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსლეში გავრცელებულ სამოქალაქო აქტივისტების განცხადებაში.

შეგახსენებთ: 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში „ვარდების რევოლუცია" მოხდა. ხვალ „ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავია.

„2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება "ჩაწყობის" გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია - რუსული "გაის" ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი - მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი - კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა - სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები - უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი - რუსეთის ნაცვლად.

18 წლის შემდეგ, ყველა, ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე," - წერია განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა