„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"
დონალდ ტრამპი - პუტინს ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე
ნინი ბირკაია - საშიში იდეალისტები: რეალობასა და იდეალებს შორის
IPN - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე - ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
ირაკლი კობახიძე - მაისის ბოლომდე ამერიკულ მხარესთან არაერთი კომუნიკაცია შედგება, კონკრეტულ შედეგებს იხილავთ

დიმიტრი ქუმსიშვილი - „პეისერა ბანკი“ საქართველოში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად მომხმარებელს ევროპულ საბანკო ანგარიშს უხსნის

20.12.2023 ნახვები: 849

„პეისერა ბანკი“ არის ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად მომხმარებელს უხსნის ევროპულ საბანკო ანგარიშს, - ამის შესახებ „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული შესაძლებლობით „პეისერა ბანკმა“, პრაქტიკულად, ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია შეძლო. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ ქართულ კომპანიასა თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს შეუძლია „პეისერა ბანკში“ გახსნას ევროპული ანგარიში და ყველა ის ბენეფიტი მიიღოს, რომელიც მას ექნებოდა ევროკავშირში ანგარიშის გახსნისას - მათ შორის, არის ევროს მყისიერი გადარიცხვები.

„ზუსტად ერთი წლის წინ ორი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა: ერთი - პირადად ჩვენთვის, მეორე ქვეყნისთვის - ქვეყანამ შეიტანა განაცხადი, რომ გამხდარიყო SEPA-ს, ევროს ერთიანი გადახდის სივრცის წევრი და ამ დროს ჩვენ ავიღეთ ლიცენზია. ივნისში, ჩვენ დავიწყეთ ოპერირება და პრაქტიკულად შევთავაზეთ ქართველ მომხმარებელს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს SEPA და SEPA Instant-ით სარგებლობის შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის მერე, საქართველო მთლიანად შევა SEPA-ში, თუმცა დღესვე “პეისერა ბანკის” მეშვეობით ეს მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის. განსხვავება საერთაშორისო გადარიცხვასა და ლარის გადარიცხვას შორის ჩვენს სისტემაში არ არის. იმდენად მოხერხებულია და იმდენად მარტივია გადარიცხვა ევროში დღეს ჩვენი სისტემის მეშვეობით, როგორიც ეს არის ლარში. არანაირი შუამავალი ბანკის მითითება არ არის საჭირო, რაც გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას და იძლევა საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად მიიღოს თქვენმა კონტრაგენტმა თანხა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა