თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?

ნახვები: 2360 რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?

როგორც იქნა, საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას თვეების მანძილზე მოსვენებას არ აძლევდა, ბოლოს და ბოლოს გადაწყდა დადებითად - საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ცხადია, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ქვეყანამ საერთოდ არაფრით არ დაიმსახურა ეს ნდობა. დაიმსახურა - პირველ რიგში განვლილი 30-წლიანი გზით, რომელიც ევროპელებმა რა თქმა უნდა დააფასეს.

ამ ქვეყნის საუკეთესო, და რაოდენობრივად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი მთელი ამ წლების მანძილზე ევროპული იდეის ერთგული რჩება, მაშინაც კი, როდესაც ამას ხილული სარგებელი არ მოაქვს. როდესაც ევროპა რუსეთთან გართულებაზე არ მიდის, და მასთან პირისპირ გვტოვებს, მაშინ, როდესაც გვპირდება და არ ასრულებს.

ბევრი სხვა ერი აქამდე ხელსაც ჩაიქნევდა და რუსეთთან დაბრუნდებოდა - იქ, სადაც ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი და გასაგებია, თუმცა არა, ევროპული არჩევანი უცვლელი რჩება მაშინაც კი, როდესაც მისგან არანაირი ხეირი არაა..

გარკვეული დამსახურება აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ქოცობასაც კი - პირველ რიგში ის, რომ საქართველო, პრორუსულობაში ბრალდებების მიუხედავად, ასრულებს უკლებლივ ყველა საერთაშორისო სანქციას რუსეთის წინააღმდეგ. დღევანდელ დროში ეს იშვიათი გულმოდგინებაა - რუსეთთან უკვე თითქმის ღიად თანამშრომლობს ევროპაც კი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ქვეყნებზე. ესეც, სავარაუდოდ, ქოცებს დაუფასდათ.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ ნაწილობრივ მაინც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. მაგრამ აქ დგას ერთი საკითხიც - თუ ჩავთვალეთ კანდიდატობა საჩუქრად - ეს ბოლო საჩუქარია, მეტი არ იქნება. შემდეგი ნაბიჯია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, და აი ამ საკითხში წარსული დამსახურებებით შორს ვერ წავალთ.

ცხადია ისიც, რომ ის პირობები, რომლების ქოცობამ არ შეასრულა კანდიდატობის სტატუსისთვის, არც შემდეგ შეასრულებს. ოცნება განაგრძობს აქტიურობის იმიტაციას, ბევრს ილაპარაკებს ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე, მაგრამ რეალურად არაფერს გააკეთებს. შესაბამისად, ამ ხელისუფლების პირობებში მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლა სრულიად არარეალური პერსპექტივა ჩანს.

ერთი შეხედვით, გამოდის სტატუსი სტატუსისთვის, ფორმალობა, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. სინამდვილეში, საქართველოს უკვე დღეს მიიღო დიდი შედეგი კანდიდატის სტატუსისგან, და ეს შედეგია, რომელიც აშკარად ჩანს, და მომავალში უფრო აშკარად გამოჩნდება.

დაუკვირდით - 8 ნოემბრიდან, როდესაც გამოქვეყნდა ევროკომისიის წინასწარი დასკვნა, ქართულმა ოცნებამ თითქმის შეწყვიტა ანტიდასავლური პროპაგანდა. თანაც, ეს სწორედ ასე მოხდა - რიტორიკა შეიცვალა ერთ საღამოში. ევროპას უკვე არ უნდა ჩვენი გაპიდარასტება, ის არ აპირებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას და არ უმიზნებს ბიძინას მილიარდებს - პირიქით, დღეს ევროპა ისევ ჩვენი საუკეთესო მეგობარია,

ქართული ოცნება უბრუნდება 2012-2021 წლების კურსს - ზომიერი პროდასავლურობა და რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების შენარჩუნება. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ბოლო 1,5 წლის მანძილზე აღვირახსნილ ანტიდასავლურ რიტორიკას, რომ დაგვავიწყდა ახლო წარსული - 2012-2021 წლებში ქართული ოცნება ძალიან კორექტული იყო დასავლეთის მიმართ,და მის მისამართით ყოველგვარი გინებისგან თავს ყველანაირად იკავებდა.

ბიძინამ დაკარგა წონასწორობა 3 თემის პარალელურად ამოტივტივების გამო - მისი ფინანსური დავა შვეიცარიულ ბანკთან, ევროპელების მხრიდან სააკაშვილისადმი აშკარად განსხვავებული მიდგომა და მესამე - კანდიდატობაზე უარის თქმა.

გარდა ამისა ანტიდასავლურ თეზისებს სრულიად პრაქტიკული მიზანიც ჰქონდა - კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში აუდიტორიის დარწმუნება - სტატუსი ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ დასავლეთია ცუდი და არა ჩვენ. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია, ქოცები დამშვიდდნენ და დასავლეთთან ომი შეწყვიტეს.

ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - ეს პროპაგანდა აფუჭებდა ურთიერთობებს დასავლელ მოკავშირეებთან, უკიდურესად ძაბავდა ატმოსფეროს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, უბიძგებდა ხელისუფლებას რეპრესიული კანონების მიღებისკენ. სავარაუდოდ, ეს სიგიჟე წარსულს ჩაბარდა და ქართული ოცნება პირიქით, კვლავ შეეცდება დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, რომ სტატუსის მიღება - მხოლოდ მისი დამსახურებაა. ცხადია,

ეს ტყუილია. თუმცა, თავისთავად ეს კარგია - პრორუსული თეზისების გახმოვანების ნაცვლად, უმჯობესია ოცნებამ შეეცადოს ქვეყანაში ნომერ პირველი პროევროპელის მანტიის მორგება. ორ ბოროტებას შორის, ეს აშკარად ნაკლებია.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა