4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ჯეიკ სალივანი კონგრესს - უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ

ნახვები: 508 ჯეიკ სალივანი კონგრესს - უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ და აცხადებს, რომ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ხმის მიცემა რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს.

„მიმაჩნია, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინის გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ. ეს უბრალოდ გარდაუვალი რეალობაა. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს; ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და რომ ყველა წევრმა, „დემოკრატმა“ და „რესპუბლიკელმა“, ხმა უნდა მისცეს ამ დაფინანსებას“, - აღნიშნა სალივანმა.

შეგახსენებთ, ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა თხოვნით, უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობის გამო შეჩერდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონსა და კონგრესის სხვლა ლიდერებს გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა