მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„პატივს არ სცემენ ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს და ის მკაცრ მოპყრობას ექვემდებარება“, - ამერიკელი დიპლომატი სააკაშვილზე

ნახვები: 445 „პატივს არ სცემენ ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს და ის მკაცრ მოპყრობას ექვემდებარება“, - ამერიკელი დიპლომატი სააკაშვილზე

„ახლა არის აღქმა, რომ პატივს არ სცემენ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უფლებებს და რომ ის მკაცრ მოპყრობას ექვემდებარება," - აცხადებს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და უკვე 44-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს, სააკაშვილი რუსთავის 12-ე დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით შესახლების კადრებია ასახული.

„საქართველოს აქვს ამბიცია ევროკავშირის წევრი გახდეს და ამის მისაღწევად ევროპელებს სურთ დემოკრატიული გაუმჯობესება იხილონ. ახლა ამისგან განცალკევებით არსებობს ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხი. ეს ფუნდამენტური საკითხია აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკაში და ახლა არის აღქმა, რომ პატივს არ სცემენ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უფლებებს და რომ ის მკაცრ მოპყრობას ექვემდებარება. ციხის საავადმყოფო, სადაც ის გადაიყვანეს, შესაძლოა, არ ექვემდებარებოდეს სტანდარტებს. შესაბამისად, არსებობს აღქმა, რომ მას უკეთ უნდა მკურნალობდნენ. საქართველოს მიერ აღიარებული ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისად," - ამბობს კორტნი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა