ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს ღაზის სექტორში გენოციდის შესახებ სარჩელით

ნახვები: 564 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს ღაზის სექტორში გენოციდის შესახებ სარჩელით

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ინსტანციებში სარჩელს წარადგენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

„ორი ათასზე მეტ ადვოკატთან ერთად, ჩვენ მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს გენოციდის შესახებ სარჩელით. თვალს მივადევნებთ პროცესს, არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური უნდა იქნას გადახდილი“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ისრაელის დანაშაული საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას გამოძიებული, მჩაგვრელებს კი, დამსახურებული სასჯელი უნდა დაეკისროთ.

ერდოღანმა გერმანიაში თავისი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და ბერლინს მოუწოდა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების საკითხში შუამდგომლობისკენ. ერდოღანის ინფორმაციით, ისრაელს 10 ათასამდე პალესტინელი ჰყავს დაკავებული.

„გერმანიამ გადადგით ნაბიჯი მათი გათავისუფლებისკენ, ჩვენ კი, ძალისხმევას მივმართავთ იმ პირების გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასის“ ხელში არიან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერის განმარტებით, ანკარა ცდილობს, ღაზიდან მძიმედ დაშავებულების თურქეთში ტრანსპორტირება უზრუნველყოს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერდება თურქეთი და რაც უფრო მეტად იცავს თავის ინტერესებს ყველა მიმართულებით, მით უფრო იზრდება მის მიმართ მტრობის დონე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა