მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„მძიმე კადრებია“ - პაპუაშვილი სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით შესახლების კადრებზე

ნახვები: 448 „მძიმე კადრებია“ - პაპუაშვილი სააკაშვილის გლდანის ციხეში იძულებით შესახლების კადრებზე

„მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოში, სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას ცდილობენ",- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები დაცულია.

„იუსტიციის სამინისტრომ ჩანაწერები იმიტომ გამოაქვეყნა, რომ ეჩვენებინათ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაცული იყო ყველა სტანდარტი, კერძოდ, პატიმრის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ, როგორ მოექცნენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს - უკრაინაში. კადრები ვნახეთ, მისი დაკავება როგორ მოხდა. მისი ადვოკატის განცხადება გასაგებია, რადგან დაცვის ქვეშ მყოფ პირს იცავს. რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მიხეილ სააკაშვილთან კავშირში არ არის. ამ კადრების ჩვენების მიზანი იყო, რომ მისი უფლებები არის დაცული. პრეტენზიები არც არის გამოთქმული იმის თაობაზე, როგორ მოხდა მისი შესახლება მე-18 დაწესებულებაში, უფრო პრეტენზიები ისმის იმაზე, ამ კადრების გამოქვეყნება ღირდა თუ - არა. თავისთავად, მძიმე კადრებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიმყოფებით დეზინფორმაციული შტურმის ეპიცენტრში, როცა ქართული სახელმწიფოსი, სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს მკვეთრი პასუხი საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა