4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

რობინ დანიგანი - ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი - ცოტათი არასასურველი ვითარებაა

ნახვები: 507 რობინ დანიგანი - ჩინეთი სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი - ცოტათი არასასურველი ვითარებაა

მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ნიშნავდა აშშ-სთვის საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორების დამყარების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

დიპლომატის განმარტებით, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

"გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს... სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა