ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც სავარაუდოდ, შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის - ყველა ერი თანაბარია და ყველა ერი იმსახურებს პატივისცემას

ნახვები: 526 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც სავარაუდოდ, შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის - ყველა ერი თანაბარია და ყველა ერი იმსახურებს პატივისცემას

ახლა, ჩვენს პერიოდში, მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ.

„ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. სწორი მიმართულებით მოხვევა შეგვიძლია. ეს კონკრეტულად არის იმ ყველას თანამშრომლობა და ერთიანობა, ვინც მართლა აფასებს მშვიდობას, რომელსაც კატასტროფების თავიდან არიდება და ხალხის ტანჯვის შეჩერება შეუძლია.

ამაში ყველა ერს აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს. არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც სავარაუდოდ შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის. ყველა ერი თანაბარია და ყველა ერი იმსახურებს პატივისცემას. მხოლოდ ასეთ მიდგომას შეუძლია ყველა ბავშვის, ყველა ერის უფლების რეალიზება ისეთ სამყაროში, სადაც მშვიდობის მიღწევის უფრო მეტი მაგალითია, ვიდრე მისი განადგურების ისტორიები”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა