თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დაღესტანში, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ნახვები: 629 დაღესტანში, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულებს საშუალო და მძიმე დაზიანებები აქვთ. მათ შორის არიან როგორც პოლიციელები, ასევე სამოქალაქო პირები. ორი პირის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა“, – აცხადებენ რეგიონულ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამასთან, როგორც მედია წერს, აეროპორტში არეულობაში მონაწილე 150 პირია იდენტიფიცირებული, მათგან 60 კი დაკავებულია.

„დაღესტნის რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლების მიერ სხვა ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად აღიკვეთა დარღვევები. ამჟამად აეროპორტი მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშაა. არეულობის 150-ზე მეტი მონაწილე იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა