კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ირაკლი ქარსელაძე - ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება - ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს შეიძლება დავარქვათ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით

ნახვები: 557 ირაკლი ქარსელაძე - ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება - ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს შეიძლება დავარქვათ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით

ყველა ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ელჩის გამოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰერჩინსკის განცხადება „მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია“.

„მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია. დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა, მისი ძლიერი ბიძგი იქნება მომდევნო კვირას - ყველა ძალიან ველოდებით თარიღს, როდესაც საქართველოს სტატუსი მიენიჭება. ამ გზას [რიკოთის მაგისტრალური გზა] და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს სწორედ ამ სტატუსით - საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით - შეიძლება დავარქვათ“,- განაცხადა ქარსელაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა