4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

მამუკა მდინარაძე - ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ

ნახვები: 507 მამუკა მდინარაძე - ხანდახან ვხუმრობთ, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ

ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული შთამბეჭდავი რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად უნდა მიიღოს.

„დიდია იმისი მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. უკვე წავიდა ოპოზიციის რიგებში იმაზე საუბარი თუ ვინ დაიმსახურა, ვის მიეწეროს და ვინ თქვას „ჩვენ რომ არა, ეს ასე არ იქნებოდაო“, ოღონდ ხელისუფლებას ჩამოაშორონ ეს ყველაფერი. ხანდახან ვხუმრობთ კიდეც, რომ მოდი, ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა“ მერე თუ გნებავთ ხაბეიშვილს ან ვაშაძეს დავაძახებინოთ. ეგენი მართალია ხტომაში მაინც და მაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას“ ძახებაში და ასეთ პათოსში გამოირჩევიან.

ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. მთავარია სტატუსი მივიღოთ. მთავარია გაბედონ პრეზიდენტიდან დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციურ რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“, და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, რაც იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებით დეკემბერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა