4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ რეპრესიული მექანიზმი შემოაპაროს - მსგავსი ტიპის კანონი რუსეთში მუშაობს

ნახვები: 507 ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ რეპრესიული მექანიზმი შემოაპაროს - მსგავსი ტიპის კანონი რუსეთში მუშაობს

ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი - მსგავსი ტიპის კანონი მუშაობს რუსეთში, - ამის შესახებ ლელოს დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები დამოუკიდებელი მედიის სამუშაო გარემოს გააუარესებს, რომელიც ისედაც მძიმე პირობებში აგრძელებს მუშაობას მოქალაქეთა ინფორმირებისთვის.

„ჩვენ ვნახეთ მსგავსი ტიპის კანონი როგორ მუშაობს მაგალითად, რუსეთში, იქ ამ კანონის გამოყენება არ მომხდარა ექსტრემისტული ჯგუფების შესაბოჭად, რაც იყო გაცხადებული მიზანი იქაც. მსგავსი კანონი გამოყენებული იყო დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი. ფაქტი, რომ არსებობს დირექტივა სწორია, მაგრამ ის, რომ ეს კანონი ასრულებს დირექტივას ისე, როგორც ეს არის დირექტივის სულისკვეთება, არასწორია“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა