4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხატია დეკანოიძე - „ევროოპტიმისტების“ მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ 40 მუნიციპალიტეტში არ არის რეანიმობილები

ნახვები: 507 ხატია დეკანოიძე - „ევროოპტიმისტების“ მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა, რომ 40 მუნიციპალიტეტში არ არის რეანიმობილები

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში პრობლემები არსებობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოიძემ განაცხადა, ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის გაუმართავ სისტემასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების ფონზე, მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო, დაედგინათ, თუ რომელ მუნიციპალიტეტებში არ არის რეანიმობილი, სად არ აქვთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება – ,,ემერჯენსი“ და სად არ კეთდება გულის სტენტირება.

„გამოიკვეთა, რომ რეანიმობილები არ არის 40 მუნიციპალიტეტში (ვანი, ზესტაფონი, ჭიათურა, ხელვაჩაური, ხონი, ხობი, მესტია, ჩოხატაური, ქარელი, ქედა, ადიგენი, ასპინძა, წალენჯიხა, დმანისი, წყალტუბო, ნინოწმინდა, დუშეთი, რუსთავი, ხარაგაული, სენაკი, მარტვილი, აბაშა, ტყიბული, ხაშური, წალკა, დედოფლისწყარო, ცაგერი, საგარეჯო, თეთრიწყარო, ლანჩხუთი, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, ონი, ახალქალაქი, ბორჯომი, კასპი, ჩხოროწყუ, მარნეული, ყვარელი). კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’’ (ე.წ. სასწრაფოს), ქვეყნის მასშტაბით 22 ერთეული რეანიმობილი ჰყავს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 22 ერთეული რეანიმობილი არის ძალიან მცირე ქვეყნის მასშტაბიდან და რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული 22 ერთეული რეანიმობილიდან 2021 წელს ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’’ ოთხი მათგანი გადასცა იაპონიის საელჩომ. ასევე ცნობილია, რომ სასწრაფო სამსახურს ,,ჰეიდარ ალიევის ფონდმა’’ 2018 წელს გადასცა ერთი რეანიმობილი, რომელიც განთავსებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტში. 2023 წლის ივლისში ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ლენტეხის მუნიციპალიტეტს აჩუქა ერთი რეანიმობილი. ამ პრობლემას სახელმწიფო უნდა აგვარებდეს და რეგიონებში რეანიმობილების არსებობა ცალკეული კომპანიებისა და პირების კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, მრავალ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვერ იღებს დროულ სამედიცინო მომსახურებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

„განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან დასახლებებს, სადაც ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ჯანდაცვის გაუმართავი სისტემა სერიოზულ პრობლემას უქმნის მოსახლეობას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ ჰყავს რეანიმობილი და საჭიროების შემთხვევაში მისი გამოძახება ხდება სხვა ქალაქიდან. არის შემთხვევები, როდესაც რეანიმობილის ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება, ეს კი უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. ხშირად ადამიანები თავიანთი ძალებით ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ მთავრობას, რომ მოხდეს დროული რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს სავალალო შედეგები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა