მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„პატივს სცემს მის უწმინდესობას, მაგრამ გააგრძელებს შიმშილობას“ - მამა მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ნახვები: 445 „პატივს სცემს მის უწმინდესობას, მაგრამ გააგრძელებს შიმშილობას“ - მამა მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

„გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, მან აღნიშნა, რომ ის ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია," - განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს, პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის ციხეში შევხდა.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და უკვე 34-ე დღეა, შიმშილობს.

„დიახ, გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი, პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ის წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს.

ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას. ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, მან აღნიშნა, რომ ის ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ აპირებს", - თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა