ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

ნახვები: 525 „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის: კოალიციას შტაბური, კამპანიური მუშაობა სჭირდება. ამის გამოცდილება გიორგი ვაშაძეს აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ.

„საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ახალ კოალიციურ, შტაბურ საქმიანობასთან დაკავშირებით, “სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მთავარი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

„კოალიციის ფორმირება საკმაოდ ხანგრძლივვადიანი იქნება. დღეიდან, აქტიურ მოლაპარაკებებს დავიწყებთ კონკრეტულ ინდივიდებთან, რომლებიც დარწმუნებული ვარ ჩვენს კოალიციას შემოუერთდებიან. კოალიცია გაკეთდება ორი პოლიტიკური პარტიის ბაზაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია-აღმაშენებლის“, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. რაც მთავარია, ჩვენი ერთ-ერთი სამიზნე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. ვერ ავაშენებთ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტები ციხეში უსამართლოდ არიან. ხედავთ, რომ დღეს ვდგავართ ერთად მაგრამ ეს ერთობა გაცილებით დიდი იქნება ხვალ და ზეგ, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა