ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

გამომძიებელი - ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

ნახვები: 526 გამომძიებელი - ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, უარს აცხადებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს ჰქონდა, თუ არა ადგილი მის მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას.

როგორც ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ირაკლი ლუხოშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე თბილისის მთავარ სამმართველოში შეხვდა დაკავებულ ნიკა მელიას იმ მიზნით, რომ ჩატარებულიყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, თუმცა მელიამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

„შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით ახლა შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ დაკავებულმა პირმა არ ისურვა ინფორმაციის მოწოდება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა. მიუხედავად ამისა, თუ დაკავებული პირი გადაწყვეტს, რომ ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან სამსახური მზად არის გაატაროს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები და მიღოს გადაწყვეტილებები. უშუალოდ, როდესაც მე დაკავებულ პირს შევხვდი ტანსაცმლისგან ხილულ ადგილებში პირადად მე არ შემიმჩნევია სხეულის დაზიანება. თუმცა, თუ დაკავებული პირი ისურვებს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობას, საგამოძიებო ორგანო მზად არის გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის უზრუნველყოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები რომ განგვეხორციელებინა, ამ მიზნით შევხვდით დაკავებულ პირს, მაგრამ მან ინფორმაციის მოწოდებაზე და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის მიუხედავად, თუ ნიკანორ მელიას მხრიდან ინფორმაციის მოწოდება მოხდება შესაბამისი რეაგირება განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ლუხოშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა