თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

კონსერვატორიის რექტორი წულუკიანს: ხარვეზი სისტემაშია, ის 30-იანების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება

ნახვები: 628 კონსერვატორიის რექტორი წულუკიანს: ხარვეზი სისტემაშია, ის 30-იანების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება

"აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება - ასე პასუხობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი თეა წულუკიანს დაანონსებულ რეპრესიებს.

საუბარია, კულტურის მინისტრის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი, რადგან ხელმძღვანელობას თვალშისაცემი ხარვეზი აქვს.

"აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება.

განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს, სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს…

ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით.

ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იან წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.

… სულ მაინტერესებდა რატომ არ ჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები? - წერს ნანა შარიქაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა