4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ქადაგიშვილი - სუს-ის განცხადება არ არის თემების გადაფარვა, ესაა პრევენცია - რამდენი სცენარია, რაც ჩაუვარდათ ან რისი პრევენციაც მოხდა? დღესაც ასეა

ნახვები: 508 ირაკლი ქადაგიშვილი - სუს-ის განცხადება არ არის თემების გადაფარვა, ესაა პრევენცია - რამდენი სცენარია, რაც ჩაუვარდათ ან რისი პრევენციაც მოხდა? დღესაც ასეა

სუს-ის განცხადება არ არის თემების გადაფარვა, ესაა პრევენცია - რამდენი სცენარია, რაც ჩაუვარდათ ან რისი პრევენციაც მოხდა? დღესაც ასეა საქმე, ვხედავთ პოლიტიკური ფონის ორკესტრირებულ მომზადებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია მათ „რუსულ ოცნებას“ იმიტომ უწოდებს, რომ შემდეგ „რევოლუციური სისხლიანი ქმედებები“ გაამართლონ, რეალურად კი როგორც დეპუტატი აცხადებს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად.

„ეს არ არის არც ერთი თემის გადაფარვა, ესაა პრევენცია იმის, რისი გამოყენების მცდელობაც მათ არსენალში ხშირად ყოფილა. უსაფრთხოების სამსახურს რომ წინასწარ გაეკეთებინა განცხადება, რომ სააკაშვილი კონტეინერით შემოპარებას აპირებდა, ხომ იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან მასხრად აგდების მთელი სერია, მაგრამ ფაქტია, ეს შედგა. უსაფრთხოების სამსახურმა და სამართალდამცავებმა გამოიძიეს ისიც, რომ ესკალაციის მიზნით, მაგალითად, თარგამაძეს აფეთქებდნენ, კაცი ჩამოვიდა უკრაინიდან, ააფეთქა თარგამაძის მანქანა და ისევ უკრაინაში წავიდა და ძებნაზეა დღესაც დაყენებული. რამდენი ასეთი სცენარია, რაც ჩაუვარდათ ან რისი პრევენციაც მოხდა? დღესაც ასეა საქმე, რადგან ვხედავთ ორკესტრირებულ, პოლიტიკური ფონის მომზადებას. აქ უნდა იძახონ „რუსული ოცნება“ და ამით ე.წ. რევოლუციური სისხლიანი ქმედებები გაამართლონ. ხომ ვხედავთ, უკრაინაში, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არავითარი პერსპექტივა არ აქვს. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს. საქართველოს სულ სხვა დღის წესრიგი აქვს, ის 4 კომპონენტიც დასასრულისკენ მიდის ფაქტობრივად. არ რჩება არავითარი წინაპირობა, რომ საქართველომ დამსახურებულად არ მიიღოს სტატუსი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა