4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხატია დეკანოიძე - არ მგონია, იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს, რადგან მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე საჭირო 100 ხმა არ აქვთ, ეს არის ავანტიურა

ნახვები: 507 ხატია დეკანოიძე - არ მგონია, იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს, რადგან მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ ამ ეტაპზე საჭირო 100 ხმა არ აქვთ, ეს არის ავანტიურა

არ მგონია, იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს, რადგან მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ მათ ამ ეტაპზე საჭირო 100 ხმა არ აქვთ, ეს არის ავანტიურა, პროცესი პროცესისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა იმპიჩმენტის საკითხი მოახლოვდება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის შესახებ განცხადებები გაკეთდება და ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვება.

„ეს ყველაფერი ემსახურება საინფორმაციო ქაოსის შექმნას და ყურადღების გადატანას. ეს იქნება რადიკალიზაცია-პოლარიზაცია. როცა იმპიჩმენტის საკითხი მოახლოვდება, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე განცხადებები გაკეთდება და ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები მოჰყვება. ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის დაწყება ბიძინა ივანიშვილის პირადი ახირებაა, რადგან ამ საკითხს უდგება არა სახელმწიფოებრივად, არამედ პიროვნულად და სურს, სალომე ზურაბიშვილი პროუკრაინული განცხადებების გამო დასაჯოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა