4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსული პარტიის ბინძური თამაში

ნახვები: 506 ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსული პარტიის ბინძური თამაში

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში -„ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებით სხვა მნიშვნელოვანი თემები გადაფაროს, მათ შორის, შოვის ტრაგედია.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ეს საკითხი, მნიშვნელოვანი არ არის.

როდესაც ეს მედიაში აქტუალური საკითხია, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, რუსულ პარტიას აწყობს. ჩვენ, საზოგადოებას პასუხები გვაქვს მისაღები, მათ შორის, შოვთან დაკავშირებით, მკვლელი ხელისუფლება რომ გვყავს, ხალხს აინტერესებს შოვში ხალხი რატომ მიატოვეს.

საზოგადოებას აინტერესებს პასუხები, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რუსული პარტია ცდილობს ეს ყველაფერი ისეთი თემებით გადაფაროს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის არ არის საინტერესო და აქტუალური.

რაც შეეხება უცხოურ მედიაში გასულ სიუჟეტებს და განცხადებებს, ეს არის სპეკულაცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ რუსულ თამაშებში ჩართვას არ აპირებს",- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა