თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

მოგვიანებით მექნება ბრიფინგი, მობილიზებულია სამაშველო სამსახური - კახა კალაძე

ნახვები: 624 მოგვიანებით მექნება ბრიფინგი, მობილიზებულია სამაშველო სამსახური - კახა კალაძე

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქლაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონი, ასევე არის  კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა. დაიტბორა ტერიტორიები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.

კალაძის თქმით, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

„ცოტა მოგვიანებით მექნება ბრიფინგი და დეტალურად მივაწვდი საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რას აკეთებს მერია, რა სამუშაოები ტარდება, რა ვითარებაა.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაცია. დედაქალაქის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, არსებობს ცხელი ხაზი და ყველამ ადამიანს, ვისაც გარკვეული პრობლემები შეგექმნათ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას. სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა