მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„მოგვაწოდოს ინფორმაცია“ - ციხის იმიტირებულ ბუნტზე იუსტიციის მინისტრის პასუხი ნიკა გვარამიას

ნახვები: 449 „მოგვაწოდოს ინფორმაცია“ - ციხის იმიტირებულ ბუნტზე იუსტიციის მინისტრის პასუხი ნიკა გვარამიას

„თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში," - განაცხადა დღეს, 25 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მთავარის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ციხის საავადმყოფოში იმიტირებული ბუნტი იგეგმება.

"რაც შეეხება ბატონი გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში, უნდა მობრძანდეს და გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია", - თქვა ბრეგაძემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მისი თქმით, თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა