ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა

ნახვები: 564 გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი“ დასრულდა

საზაფხულო „ჯარის ბანაკი“ დასრულდა. კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და თამარ მახარაშვილი მიესალმნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, საქართველოს ისტორიისა და ქართველი გმირების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე გრიგოლ გიორგაძემ კოლეგას სამახსოვრო დაფა გადასცა, რომელშიც ყველა როტაციის განმავლობაში ბანაკში აღმართული საქართველოს სახელმწიფო და „ჯარის ბანაკის“ დროშები იყო მოთავსებული. ბავშვებმა კი, სერტიფიკატები, ჟეტონები და სასაჩუქრე პაკეტები მიიღეს. ადგილზე გამოფენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც, რომელზეც ეროვნული გმირები, ქართული ჯარის ღირებულებები და „ჯარის ბანაკში“ მიღებული ემოციები იყო გადმოცემული.

„ჯარის ბანაკი“ 25 ივნისს დაიწყო. რვა როტაციის ფარგლებში, ბანაკმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა. პროექტი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

„ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული პროექტია და ის თავდაცვის უწყებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელა. მისი აღსრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ უზრუნველყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა