ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს
ირაკლი კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე - იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
„ევროპული სკოლამ“ საგანმანათლებლო ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ
ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა გაიმართა
ირაკლი კობახიძე - მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს
ადმირალი ბრედ კუპერი - ჰორმუზის სრუტიდან გემების გაყვანის ოპერაციას 15 000 პერსონალი და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

14.08.2023 ნახვები: 682

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. 

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდნენ. 

გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. 

ოფიციალურ მიზეზად რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დაცვა დასახელდა, ვინაიდან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.

აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ე.წ აფხაზურმა გვარდიამ ცეცხლი გაუხსნა. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. 

ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა. 

შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა.

14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. 

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 

სოხუმის დაცემას წინ რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები უძღოდა. 27 ივლისს სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.  

1993 წლის 1-20 აგვისტო: ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

1993 წლის 16 სექტემბერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე.

იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმი აიღეს.

1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი.

დევნილად იქცა 300 000-ზე მეტი.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა