არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში გაზრდილია სამძებრო არეალი, ძებნა მიმდინარეობს როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში

ნახვები: 673 შოვში, სტიქიის ზონაში გაზრდილია სამძებრო არეალი, ძებნა მიმდინარეობს როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში

ონის მერის, სერგი ხიდეშელის ინფორმაციით, შოვში დაღუპული გენადი სულთანიშვილის გადასვენება ონის კულტურის სახლში დღეს მოხდება და დაიწყება სამოქალაქო პანაშვიდები.

ამასთან, ხიდეშელის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

„ამ დროისთვის 24 მოქალაქე არის იდენტიფიცირებული. აქტიურ რეჟიმში ყველა უწყებაა ჩართული სამუშაოებში. დაემატა ნავები, გაზრდილია არეალი როგორც ჭანჭახის ხეობაში, ასევე რიონში. ასევე, იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე, რომელიც დასვენებული იქნება თავის სახლში, სოფელ გლოლაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურ რეჟიმში ხდება დაკვირვება. საძიებო სამუშაოების განმავლობაში გასულ 24 საათში სხეულის ფრაგმენტები იყო ნაპოვნი“, – განაცხადა ხიდეშელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა