კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

თიბისისთან პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს #ერთადგავიმარჯვებთ

ნახვები: 557 თიბისისთან პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს #ერთადგავიმარჯვებთ

 თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს. პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთთან შაბათს, 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აგვისტოს განმავლობაში სამზადისი სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და თიბისი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სამზადისიდან ჩემპიონატამდე, რაგბის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.  

 

ქართული რაგბისა და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. მრავალწლიანი პარტნიორობა არაერთ წარმატებას ითვლის და მიზნად ისახავს ქართული რაგბის განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. ამჯერად, ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის, რისთვისაც მთელი საქართველო ემზადება.  

 

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება, გლობალურ ასპარეზზე გამარჯვების მოპოვებას კი თითოეული ქართველი მოუთმენლად ელის. ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეროვნული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, თიბისი, საქართველოსთან ერთად, გაერთიანებული ძალებით გულშემატკივრობს ნაკრებს.  

 

„თიბისისა და რაგბის მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. Გამარჯვების საერთო მიზნის გარშემო მთელი საქართველო გავერთიანდით. თიბისის კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ სწორედ ამ ერთიანობის გამოძახილია და გვჯერა, რომ თუ ერთად მოვემზადებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვუგულშემატკივრებთ, მაშინ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა