Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

მინდა პოლიციელებს, იმ მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა - რუსი "ტურისტების" დაცვისთვის ირაკლი ზარქუა პოლიციას მადლობას უხდის

31.07.2023 ნახვები: 808

ბათუმში რაც ხდება, ეს ჩემთვის არის კიდევ ერთი დემონსტრირება ორმაგი სტანდარტის, ხელმოცარულებმა, პულსი რომ არ ესინჯებათ რეიტინგში, ახლა ვითომ რაღაცას მიაგნეს და გამოეკიდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი.

„მათი ლიდერი სახმელეთო საზღვარზე ეპატიჟებოდა, როცა ჯერ კიდევ რუსების მიერ დაბომბილ ჩვენს სახლებს ბოლი ასდიოდა, ჩვენი ბიჭების ცხედრები ისევ ბრძოლის ველზე იყო დაყრილი და ესენი კიდევ ეპატიჟებოდნენ რუსებს საზღვარზე. ეს როგორ არის?!  გემით შემოვა თუ ლარსის ხეობით ავტომობილით რა განსხვავებაა? თუ ჰგონიათ, ვინც ლარსიდან შემოდის, ყველა ისე ფიქრობს, როგორც ჩვენ გვაწყობს? სააკაშვილი და მაშინდელი „ენჯეოშნიკები“ ერთად ეპატიჟებიდნენ რუსებს. აი, ქალბატონი ლიაკა, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ახლა რომ ვაშაძე გაემიჯნა. ვაშაძე რომ გაგემიჯნება, წარმომიდგენია, რა პოლიტიკოსი ხარ და ხაბეიშვილს რომ მიანიჭებს უპირატესობას, შემირცხვენია ასეთი პოლიტიკოსი. მიტინგების ფასიანი წამყვანი რომ არის მშვილდაძე, გახსოვთ მათი განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, შემოვიდნენ, ფული უნდა დახარჯონო – ახლა არ მოსწონთ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. გახსოვთ, ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი რომ არ შემუშვეს, როგორ გაერთიანებულად გვიტევდნენ ოპოზიციიდან ეს ხელმოცარულები. როცა აწყობთ მაშინ შემოსაშვებია, თუნდაც დარღვეული ჰქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონი ამა თუ იმ ადამიანს და როცა მათთვის მიუღებელია, იქ უკვე მედგრად, ცრუ პატრიოტიზმს და რაღაცეებს იგონებდნენ. ეს არის ამათი სახე. ახლა იციან, რომ არჩევნები მოახლოვდა, პულსი არ ესინჯებათ და რაღაცით ხალხი ხომ უნდა გაართონ. ამიტომ ხართ უსახურები, უპრინციპოები და ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა შეგნებულად და გააზრებულად პოლიტიკურ სანაგვეზე მოგისროლათ. ლარსს იმიტომ ვერ ირჩევენ, რომ ლარსი სწორედ მათმა ბელადმა გახსნა რუსებისთვის და უვიზო მიმოსვლა დაუწესა. იქ აქციებს მართავდა, რომ, აბა, შემოდით, ლამის უჩოქებდა და სთხოვდა, რომ შემოსულიყვნენ. ლარსის გახსნა თავიანთ ბელადს უკავშირდება და იქ როგორ მივლენ. ეტყობა, ახლა ბათუმში ისვენებენ და იქ უფრო ადვილია, დადგან სპექტაკლი.

მინდა, იმ პოლიციელებს, იმ მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა, რომ, მიუხედავად შეურაცხყოფისა, ისინი აკადემიურად დგანან და იცავენ პოლიციის მუნდირს და წესრიგს. მიუხედავად დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა, ისინი დგანან და საქართველოს ინტერესებს, სამართლიანობას და ყველას ინტერესს იცავენ“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა