გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან? რასაც ვხედავთ, ფარისევლობაა - კალაძე

ნახვები: 1316 სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან? რასაც ვხედავთ, ფარისევლობაა - კალაძე

"სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? - ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ფარისევლობა," - ასე აფასებს ბათუმში მიმდინარე აქციას თბილისის მერი კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, თბილისის მერიც ერთადერთ არგუმენტს იშველიებს რუსული ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლის გასამართლებლად. კალაძის თქმით, არსებობს პირდაპირი ფრენები, სახმელეთო მიმოსვლაც შესაძლებელია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ აპროტესტებენ მოქალაქეები რუსული ლაინერის გამოჩენას.

"სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოსვლა ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის, რადაც ჩვენ ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ გვახსოვს წლების წინ, მაშინ, როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე, მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებს, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ. გვახსოვს მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. მაშინ არ მახსოვს კითხვა დაესვა სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არაო, თქვენ გახსოვთ ასეთი რამ? - არ გახსოვთ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ასევე, ჩვენ გვახსოვს ადამიანების ვიდეოკადრები, რომლებიც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, მაგრამ ადრე პირდაპირ მიესალმებოდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას", - განაცხადა კალაძემ.

დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა