4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც

ნახვები: 506 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც

არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას უკრაინიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა სახელწმიფოებრიობის დღეს უკვე მეორედ აღნიშნავს ფართომასშტაბური ომის პირობებში და ყველა უკრაინელს სურს, მომავალ წელს ეს დღე თავისუფალ დედაქალაქში გამარჯვებით აღნიშნონ.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ათას წელზე მეტი ხნის ისტორია გვეუბნება, რომ სწორედაც უნდა გავიმარჯვოთ. არ გავჩერდეთ, არ ვივაჭროთ, არ მივენდოთ ბედის ნებას, არამედ გავიმარჯვოთ და ვაშენოთ ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ მისი თავდაცვის პოტენციალმა და შესაძლებლობამ, ჩვენი ხალხის საკუთარ თავში რწმენამ, იარაღმა უკრაინელების ხელში და ყველას ერთიანობამ სახელმწიფოში უზრუნველყოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და ჩვენი სახელწმიფოს წინააღმდეგ აგრესიის არგანმეორება. არ გვჯერა, რომ რუსეთი კვლავ არ მოისურვებს აგრესიით დაბრუნებას მთელი ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის შემდეგაც. უკრაინის გამარჯვება შესაძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სახელმწიფოებრიობა არასდროს არის მოცემულობა, ის არის უკრაინისთვის მსახურებისა და მუშაობის შედეგი.

„სახელმწიფოებრიობა, რომელიც ვინმემ შეიძლება, აღიქვას როგორც ფულის შოვნა ან ძალაუფლების, ამბიციების დევნა, სხვებისთვის – ძლირებისთვის და სუფთებისთვის – ის ხდება უმაღლესი მსხვერპლი – სიცოცხლე, რომელსაც ჩვენი გმირები წირავენ ყველა ჩვენგანისთვის, უკრაინის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ზელენსკიმ უკრაინელი დამცველები დააჯილდოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა