ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან

ნახვები: 418 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან

ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„კიევი. უმაღლეს რადას ერთი დეპუტატი გამოაკლდა. ეს სამართლიანია. ახლა ასევე სამართლიანად ვიტყვი: ნებისმიერი ჩინოსნის, ნებისმიერი დეპუტატის თითოეული განზრახვა, წავიდეს საზღვარგარეთ, უნდა შემოწმდეს ბოლო წამამდე. ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის დეპუტატის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა საუბარია მისი პარტიის წევრ დეპუტატზე, იური არისტოვზე, რომელიც ივლისში მალდივების კუნძულებზე შენიშნეს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თათბირზე განიხილეს სამხედრო კომისარიატების შემოწმების საკითხიც.

თავისი გუშინდელი ვიდეომიმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში ჩაწერა, რომელზეც გასული კვირის ბოლოს რუსეთის სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა