პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში, თავისი სიტყვა უნდა თქვან თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც

ნახვები: 664 ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში, თავისი სიტყვა უნდა თქვან თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხზე თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან, – „ტვ პირველის“ ცნობით, ამის შესახებ ნიკა გვარამიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია.

„მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მინდა, ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით. მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა“, – განაცხადა გვარამიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა