ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება
საია - სტრასბურგის სასამართლომ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე“ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა
დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა
ტრამვაის ხაზი ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა აშენდეს

ბორის ჯონსონი - ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები

15.07.2023 ნახვები: 560

ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ვწუხვარ, რომ ვილნიუსის დასკვნები არ არის უფრო მტკიცე და დამაჯერებელი, ვიდრე ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის დასკვნები, სადაც ზუსტად 23 პუნქტში ნათქვამია – „ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები (უკრაინა და საქართველო) გახდებიან ნატო-ს წევრები“. ყველაფერი, რაც უკრაინელებმა მიიღეს ამ კვირაში, იყო „მიწვევა“ ნატო-ში გაწევრიანებისთვის, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და როცა პირობები დაკმაყოფილდება. გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაუჭირდა იმედგაცრუების დამალვა“, – განაცხადა ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ლიდერები უფრო ძლიერები უნდა ყოფილიყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში, უნდა ეჩვენებინათ, რომ არ აშინებთ რუსეთი.

„ნატო-ს ლიდერებს ამ კვირაში უნდა გამოეხატათ კოლექტიური პატივისცემა და მადლიერება უკრაინის გმირული წინააღმდეგობისთვის ბრძოლაში, რომელშიც ნატო-ს არცერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა ან დაღუპულა. ნატო-ს ქვეყნებში ვიცით და მუდმივად ვამბობთ, რომ უკრაინელები ჩვენთვის იბრძვიან. მათი ბრძოლა არის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ყველგან – აღმოსავლეთ ევროპისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, მსოფლიოს ყველა ხალხისთვის, რომლებიც შეიძლება, დაიჩაგრონ ან რომელშიც შეიძლება, შეიჭრას მეზობელი ქვეყანა. ნატო-ს ლიდერებს ევალებოდათ, გამოეცხადებინათ რწმენა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპის, ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის მიმართ“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მისივე თქმით, არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინამ, რათა ეჩვენებინა მზადყოფნა ნატო-ს წევრობისთვის.

„ჩვენ გვჭირდებოდა მხოლოდ სიტყვები იმის შესახებ, რომ გაწევრიანების პროცესი შეიძლება, დაიწყოს ომის დასრულებისთანავე, იმ გაგებით, რომ ეს შეიძლება, იყოს უკვე მომავალ წელს. ეს იქნებოდა სწორი გზავნილი მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა იბრძვიან თავიანთი სიცოცხლისთვის. ეს იქნებოდა სწორი გზავნილი პუტინისთვის. ეს იყო ის, რაც ნატო-ს უნდა ეთქვა ამ კვირაში ლიეტუვის დედაქალაქში. და რა მივიღეთ ამის ნაცვლად? პრობლემა ის არის, რომ ჯერ კიდევ არის ზოგიერთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ომი მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება, დასრულდეს“, – განაცხადა ჯონსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა