ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

გიული ალასანია - პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ ხელს, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, დამალული დიდხანს ვერ დარჩება

ნახვები: 751 გიული ალასანია - პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია, არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ ხელს, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, დამალული დიდხანს ვერ დარჩება

პოლონელ ექიმებთან კონტაქტი არ მქონია და არც ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას.

პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ. ალასანიას თქმითვე, მისთვის გაუგებარია, რა გზით უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ექიმებისთვის, რადგან მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

„კომენტარი ალბათ გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია. ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. იქით მხარეც ალბათ გააკეთებს თავის განმარტებას, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ რატომ იშვერენ ხელს იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ მათთან კონტაქტში, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი, რომ თანახმა ვარ და ძალიანაც მივესალმები. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია. მე როგორ უნდა განმემარტა, უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც იყო კონტაქტში ამ ხალხთან, მე რა შუაში ვარ“, – განაცხადა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა